36 წლის ფრანგი ფეხბურთელი მუსა სისოკო "უოტფორდიდან" კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს. ფრანგი ნახევარმცველი "პანათინაიკოსის" ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დადასტურებულია.
როგორც ბერძნული კლუბის განცხადებაში ვკითხულობთ, სისოკომ ახალ კლუბთან 1.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 17-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
სისოკოს კარიერის სხვადასხვა ეტაპზე "ტოტენჰემის", "ნიუკასლის", "ტულუზას", "ნანტის" და "უოტფორდის" რიგებში უთამაშია. მას ასევე საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 71 მატჩი აქვს ჩატარებული.







