სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:00 | 2.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

დი ლორენცო თვენახევარი ვერ ითამაშებს, თუმცა, უფრო მძიმე ტრავმას გადაურჩა

„ნაპოლის“ კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო თვენახევრით გამოაკლდა. თუმცა, ეს „ნაპოლისთვის“ კარგი ამბავია იმის გათვალისწინებით, რომ გაცილებით სერიოზულ ტრავმას ვარაუდობდნენ.

იყო საშიშროება, რომ დი ლორენცომ „ფიორენტინასთან“ მატჩში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. რაც 7-8 თვით უქმობას გამოიწვევდა. თუმცა, სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ჯოვანის მყესების დაჭიმულობა აქვს.

მისი სარეაბილიტაციო პერიოდი 30-45 დღე გაგრძელდება. შესაბამისად, გუნდს მარტში უნდა დაუბრუნდეს.

ჯოვანი დი ლორენცომ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 32 მატჩში ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

0.089832