ფეხბურთი

21:45 | 2.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-ნასრს" სადიო მანემ მოაგებინა, რონალდუმ თამაშზე უარი თქვა

საუდი პრო ლიგის მე-20 ტურში „ალ-ნასრი“ სტუმრად „ალ რიადს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლში 1:0 დაამარცხა, რის შედეგადაც, ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა.

ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის ბოლოს სადიო მანემ ჟოაო ფელიქსის პასით გაიტანა.

არ უთამაშია კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ პროტესტის გამო თამაშზე უარი თქვა. რონალდუ უკმაყოფილოა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კონკურენტებისგან განსხვავებით „ალ-ნასრი“ არ გაძლიერდა...

„ალ-ნასრი“ 46 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 6 თებერვალს, „ალ-იტიჰადს“ უმასპინძლებს.

0.095689