მადრიდის „ატლეტიკომ“ ბერგამოს „ატალანტადან“ ნიგერიელი თავდამსხმელი ადემოლა ლუკმენი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
"ატლეტიკომ" ნიგერიელის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გაიღო, რასაც 5 მილიონი ევრო ბონუსად დაემატება. ადემოლამ მადრიდელებთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა, სეზონში კი ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს მიიღებს.
ადემოლა ლუკმენი „ატალანტაში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 137 მატჩში 55 გოლი გაიტანა, ხოლო 27-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. მანამდე ნიგერიელს „ლესტერში“, „ფულჰემში“, „ლაიფციგში“, „ევერტონსა“ და „ჩარლტონში“ უთამაშია.







