სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:15 | 2.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ნაპოლიმ" "სპორტინგიდან" ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა „ნაპოლიმ“ ლისაბონის „სპორტინგიდან“ ბრაზილიელი გარემარბი, ალისონ სანტოსი დაიმატა.

ნიჭიერი ფეხბურთელი „ნაპოლის“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა, რომლის საფასური მთლიანობაში 18 მილიონი ევრო იქნება. 23 წლის ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში „სპორტინგის“ მაისურით 31 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ხუთი დღის წინ, ალისონმა "ბილბაოსთან" ბოლო წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა, რისი წყალობით "სპორტინგმა" ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპი ტოპ 8-ში დაასრულა და მერვედფინალის საგზური პირდაპირ მოიპოვა, ხოლო გუშინ პორტუგალიურ გუნდში ბოლოჯერ ითამაშა და „ნასიონალთან“ ბოლო წუთზე საგოლე პასი გააკეთა, რითაც ლისაბონელებმა თამაში მოიგეს (2:1).

მანამდე ბრაზილიელი შემტევი სამშობლოში „ვიტორიას“, „ნაუტიკოს“, „ფიგერენსესა“ და ასევე, პორტუგალიური „უნიონ ლეირიას“ ღირსებას იცავდა.

0.101352