კარიმ ბენზემა კარიერას „ალ-ჰილალში“ გააგრძელებს, ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ბენზემა აქამდე „ალ-იტიჰადში“ თამაშობდა, რომელიც დატოვა და მთავარი კონკურენტის რიგებს შეუერთდა. ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
კარიმ ბენზემამ „ალ-იტიჰადის“ მაისურით 2023 წლიდან 87 მატჩში 57 გოლის გატანა მოახერხა. საუდის არაბეთში გადასვლამდე ბენზემას მთელი კარიერა მხოლოდ ორ კლუბში ჰქონდა გატარებული - „ლიონსა“ და „რეალში“.







