უკრაინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი რომან იარემჩუკი „ლიონს“ ბერძნული „ოლიმპიაკოსიდან“ შეუერთდა. ფრანგული კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 30 წლის თავდამსხმელი სეზონის ბოლომდე იჯარით 1.5 მილიონ ევროდ და 5 მილიონი ევროს გამოსყიდვის ოფციით დაიმატეს.
„ძალიან მიხარია აქ ყოფნა და კლინტონ მატასთან ერთად კვლავ თამაში, რომელთანაც „ბრიუგეში“ ვთამაშობდი. ასევე კარგად ვიცნობ პაულო ფონსეკას („ლიონის“ მთავარი მწვრთნელი - რედ.).“ „გუშინ ღამით სტადიონზე არსებულმა ატმოსფერომ მაშინვე შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და მოუთმენლად ველი ამ გულშემატკივრების წინაშე თამაშს“, - განუცხადა იარემჩუკმა „ლიონის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს
იარემჩუკი კიევის „დინამოს“ ახალგაზრდული სისტემის აღზრდილია. ფორვარდი ასევე თამაშობდა „ოლექსანდრიაში,“ „გენტში,“ „ბენფიკაში,“ „ბრიუგესა“ და „ვალენსიაში.“
უკრაინის ნაკრებში მან 65-ჯერ ითამაშა და 17 გოლი გაიტანა.







