„ნიუკასლ იუნაიტედის“ ცენტრალური ნახევარმცველი სანდრო ტონალი ინგლისურ კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე არ დატოვებს - გვამცნობს The Athletic.
„ნიუკასლსა“ და „არსენალს“ შორის არანაირი განხილვა არ ყოფილა. შესაძლო ტრანსფერის იდეა 25 წლის ფეხბურთელის აგენტს გაუჩნდა, რომელმაც თავად შესთავაზა ტონალი ლონდონურ კლუბს.
იტალიელის წარმომადგენელი დაუკავშირდა „არსენალის“ სპორტულ დირექტორს ანდრეა ბერტას. მან გამოიკვლია სიტუაცია, მაგრამ საკითხის შემდგომი განვითარება არ მომხდარა. ამასობაში, „ნიუკასლის“ ხელმძღვანელობას ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს ნახევარმცველთან განშორება არ განუხილავს.
შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლმა“ ტონალი „მილანიდან“ 2023 წლის ზაფხულში 70 მილიონ ევროდ შეიძინა. ამ სეზონში ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 35 მატჩში ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.







