„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი კლუბში დაბრუნებას არ აპირებს, რადგან მისი წარმატების არ სჯერა. 28 წლის ფეხბურთელი „ბარსელონაში“ სამუდამოდ გადასვლას ითხოვს. რაშფორდს მიაჩნია, რომ კატალონიაში ტიტულების მოგების მისი შანსები გაცილებით მაღალია, ვიდრე „მანჩესტერ იუნაიტედში,“ იტყობინება The Touchline სოციალურ პლატფორმა X-ზე.
რაშფორდმა საბოლოო გადაწყვეტილება „ბარსელონას“ სასარგებლოდ მიიღო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ იქ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას შეძლებს. თავდამსხმელს ასევე კარგი ურთიერთობა აქვს „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ ჰანს-დიტერ ფლიკთან, რომელიც, მისი აზრით, შემდეგ დონეზე ასვლაში დაეხმარება.
რაშფორდის იჯარის ვადა „ბარსელონაში“ ამ ზაფხულს იწურება, მაგრამ კლუბი მის შესანარჩუნებლად ყველა შესაძლო ვარიანტს იკვლევს. ამ სეზონში ფეხბურთელმა კატალონიელთა რიგებში 32 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.







