ფეხბურთი

14:52 | 3.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ შესაძლოა „ალ-ნასრი“ ზაფხულში დატოვოს

„ალ-ნასრის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა საუდის არაბეთის კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას დატოვოს, იტყობინება ონლაინ გამოცემა Record.

წყაროს ცნობით, 40 წლის ფეხბურთელი „ალ-ნასრში“ ყოფნით უკმაყოფილოა და კარიერის ევროპასა ან MLS-ში გაგრძელების ვარიანტებს განიხილავს.

გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუს გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა. კრიშტიანუ „ალ-ნასრში“ 2023 წლიდან თამაშობს. კლუბთან მისი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.

0.09532