ფეხბურთი

15:24 | 3.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ქარიმ ბენზემამ „ალ-იტიჰადს“ „ალ-ჰილალში“ გადასვლის შემდეგ მადლობა გადაუხადა

ფრანგმა თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ, რომელიც „ალ-იტიჰადიდან“ „ალ-ჰილალში“ გადავიდა, წინა კლუბში ყოფნის დროზე ისაუბრა.

„ალ-იტიჰადი,“ ეს თავი დასასრულს მიუახლოვდა, მაგრამ პატივისცემა და მადლიერება სამუდამოდ დარჩება ჩემში. მადლობა კლუბს, პერსონალს, ჩემს თანაგუნდელებს და განსაკუთრებით გულშემატკივრებს თბილი დახვედრისთვის, სიყვარულისა და ენერგიისთვის, რომელსაც ყოველდღიურად მაძლევდით.

ამ თავგადასავალმა ძალიან ბევრი რამ მომცა, როგორც პირადად, ასევე პროფესიულად. მაღლა აწეული თავით მივდივარ, ვამაყობ, რომ ეს ფერები მეცვა. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს მომავალში. „პატივისცემით, KB“, - დაწერა ბენზემამ სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგმა თავდამსხმელმა უარი თქვა „ალ-იტიჰადის“ ახალ კონტრაქტზე. ბენზემა საუდის არაბეთის პრემიერ ლიგაში 2023 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამ სეზონში მან კლუბის რიგებში 21 მატჩში 16 გოლი გაიტანა ყველა შეჯიბრში.

0.102124