სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:20 | 3.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტის“ ახალწვეული სემენიო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის 5 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის სიას ლიდერობს

ევროპაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერებს შორის ინგლისური კლუბები ლიდერობენ.. პირველ ადგილზე ნახევარმცველი ანტუან სემენიოს გადასვლა გამოდგა „ბორნმუთიდან“ „მანჩესტერ სიტიში,“ გარიგება 72 მილიონი ევრო დაჯდა.

მეორე ადგილზე იორგენ სტრანდ ლარსენის ტრანსფერია „ვულვერჰემპტონ უონდერერსიდან“ „კრისტალ პალასში“ 49.7 მილიონი ევრო. მესამე ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ნახევარმცველ ლუკას პაკეტას ტრანსფერი გახლდათ, რომელიც „ვესტ ჰემიდან“ ბრაზილიურ კლუბ „ფლამენგოში“ 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მეოთხე ადგილზე ნახევარმცველ კონორ გალახერის გადასვლა მადრიდის „ატლეტიკოდან“ „ტოტენჰემ ჰოთსფურში“ 40 მილიონად შეფასდა. ზამთრის ყველაზე ძვირადღირებულ ხუთეულს ასრულებს „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი ბრენან ჯონსონი, რომელიც „კრისტალ პალასში“ 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

0.160148