„ბარსელონამ“ ოფიციალურად წარადგინა განაცხადი 2029 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის „კამპ ნოუზე“ მასპინძლობაზე. განცხადება კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და მათ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
კლუბი დარწმუნებულია, რომ მოდერნიზებული სტადიონი, რომელიც ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქციის შემდეგ ახლა უფრო ფართო და თანამედროვეა, სრულად აკმაყოფილებს ამ მასშტაბის მოთხოვნებს.
„საფეხბურთო კლუბ „ბარსელონა“ ოფიციალურად აცხადებს თავის განზრახვას, მონაწილეობა მიიღოს ბარსელონას საქალაქო საბჭოსთან და კატალონიის მთავრობასთან ერთად 2029 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის საწყის ეტაპზე, ბარსელონას ქალაქს, როგორც პოტენციურ ადგილად, და „კამპ ნოუს“, როგორც შესათავაზებელ ადგილად, უეფას შესაბამისი სერტიფიცირებისა და დამტკიცების და ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერის გათვალისწინებით“, - ნათქვამია „ბარსელონას“ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ადრე „კამპ ნოუზე“ 1999 წელს გაიმართა. ამ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბაიერნი“ 2:1 დაამარცხა.







