„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ კომენტარი გააკეთა „არსენალისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველის, მიკელ მერინოს ტრავმაზე, რომელსაც ფეხის ტრავმის გამო ოპერაცია ჩაუტარდება. ევროპის ჩემპიონს მარჯვენა ტერფზე ძვლის დაზიანება აქვს.
„მერინოს მომავალი ოპერაცია 100%-იან წარმატების გარანტიას არ იძლევა. ეს ჩვენი გუნდისთვის სერიოზული დარტყმაა, რადგან ის მრავალმხრივი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა პოზიციაზე თამაში. ტრავმა იმდენად იშვიათია, რომ ჯერ ზუსტად ვერ ვიტყვით, რამდენად სწრაფად გამოჯანმრთელდება. ჩვენ ვენდობით მიკელს და დარწმუნებულები ვართ, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს. თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რეაბილიტაციის პროცესის სპეციფიკა და ტრავმის უნიკალური ბუნება. „ასეთი მნიშვნელოვანი მოთამაშის დაკარგვა სეზონის დასრულებასთან ასე ახლოს გვაიძულებს, ადეკვატური შემცვლელი ვეძებოთ“, - თქვა არტეტამ ლონდონური კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
მედიის ადრე გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის ესპანელი ნახევარმცველი შესაძლოა სეზონის ბოლოს მოედანზე დაბრუნდეს, მაგრამ შესაძლებელია, გამოტოვოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ამ ზაფხულს გაიმართება. ამ სეზონში 29 წლის ესპანელმა ყველა შეჯიბრში 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ექვსი ბურთი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.







