სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:05 | 3.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

თურქული შეკრება და ტუნისელი ახალწვეული "დინამო თბილისში"

დინამო თბილისი მოახლოებული ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. გუნდმა მოსამზადებელი ეტაპის პირველი ნაწილი თბილისში დაასრულა. დინამომ სამი ამხანაგური მატჩი ითამაშა - რუსთავში ადგილობრივ რუსთავთან 1-2 დათმო, 2-0 მოვიგეთ შტურმთან და ფრედ 1-1 დავცილდით სამგურალს. ხვალიდან მოსამზადებელი ციკლის მეორე ეტაპი იწყება.

გუნდი დილიდან ანტალიისკენ აიღებს გეზს და 18 თებერვლამდე თურქეთში მოემზადება. დინამო ანტალიაში 5 სპარინგ მატჩსაც ჩაატარებს.

7 თებერვალს დონეცკის შახტარს (უკრაინა) შევხვდებით, 10 თებერვალს მეტოქეობას ლატვიური აუდა გაგვიწევს, 13 თებერვალს ასევე უკრაინული ვერესი იქნება ჩვენი სპარინგ პარტნიორი, 16 თებერვალს ნავბახორს (უზბეკეთი) შევხვდებით და 17 თებერვალს ყაზახურ აქტაუსთან ვისპარინგებთ. დაგეგმილია ამ ამხანაგური მატჩების ჩვენებაც.

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 19 თებერვლიდან თბილისში გააგრძელებს მზადებას, ხოლო ჩემპიონატის პირველ ტურში, 1 მარტს, ბათუმის დინამოს ვუმასპინძლებთ.

გარდა ამისა, დინამოს რიგებს ტუნისელი ფორვარდი იედ ჰაჯი ხალიფა შეუერთდა. ფეხბურთელსა და დინამოს შორის 2 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ხალიფა აქამდე ადგილობრივი ტატუინის, რადეზის, მონასტირის და ბენ ჟერდანის ღირსებას იცავდა.

0.172346