„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა კატალონიურ კლუბთან ღრმა ემოციურ კავშირზე ისაუბრა და შეაქო იქ არსებული სამუშაო პირობები და ატმოსფერო.
„როდესაც პირველად ვესტუმრე „კამპ ნოუს“, ვუთხარი ჩემს თავს, რომ ერთ დღეს ამ სკამზე ვიქნებოდი. ძალიან მიყვარს ეს კლუბი. ჩემთვის ეს მსოფლიოში საუკეთესო კლუბია. ძალიან ვაფასებ ბარსელონაში ცხოვრებას. ხალხი ძალიან კეთილია ჩვენი სამწვრთნელო შტაბის მიმართ. აქ მუშაობა წარმოუდგენელია. მყავს ფანტასტიკური პრეზიდენტი, არაჩვეულებრივი სამწვრთნელო შტაბი. ფეხბურთელები საოცრებები არიან“, - ციტირებს ფლიკის სიტყვებს Mundo Deportivo.







