„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ნიუკასლთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კლუბი ფულს აღარ ხარჯავს, რის გამოც გაბრაზებულია.
პეპის განცხადებით, ბოლო ხუთ წელიწადში პრემიერლიგაში ექვსმა კლუბმა უფრო მეტი ფული დახარჯა, ვიდრე „მანჩესტერ სიტიმ“.
„ცოტა მოწყენილი და გაბრაზებული ვარ. ბოლო 5 წელიწადში დახარჯული ფულით პრემიერლიგაში მეშვიდე ადგილზე ვარ, მე კი, მინდა პირველზე ვიყოთ. არ მესმის, კლუბი ფულს რატომ აღარ ხარჯავს.
წარსულში პრემიერლიგა მოვიგეთ, რადგან ბევრი დავხარჯეთ, მაგრამ ახლა ექვსმა გუნდმა უნდა მოიგოს პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ასოციაციის თასი, რადგან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მათ მეტი დახარჯეს. ეს ფაქტია და არა ჩემი მოსაზრება. წარმატებას ვუსურვებ ექვს გუნდს, რომლებმაც ბოლო ხუთ წელიწადში ჩვენზე მეტი დახარჯეს“, - განაცხადა გვარდიოლამ.
ცნობისთვის, „მანჩესტერ სიტიმ“ ბოლო სამ სატრანსფერო ფანჯარაში (ზამთარი-ზაფხული-ზამთარი) ნახევარ მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა, ხოლო იანვარში ანტუან სემენიოსა და მარკ გეჰის შეძენა თითქმის 100 მილიონი ევრო დაუჯდა.







