Goal-მა განაახლა 2026 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტების რეიტინგი. მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი კვლავ სიის სათავეში რჩება. მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კილიან მბაპე მეორე ადგილზეა. მანჩესტერ სიტის შემტევი ერლინგ ჰოლანდი ავსებს სამეულს.
საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
- ჰარი კეინი (ბაიერნი მიუნხენი).
- კილიან მბაპე (მადრიდის რეალი).
- ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი).
- ლამინ იამალი (ბარსელონა).
- მაიკლ ოლისე (ბაიერნი მიუნხენი).
- ვიტინია (პსჟ).
- დეკლან რაისი (არსენალი).
- ლუის დიასი (ბაიერნი).
- რაფინია (ბარსელონა).
- ლიონელ მესი (ინტერ მაიამი).
შეგახსენებთ, რომ ჯილდო 2025 წელს პსჟ-ს ფეხბურთელ უსმან დემბელეს გადაეცა.







