ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში დაიხურა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საბა საზონოვი კი ისევ „ტორინოს“ წევრია.
ქართველი მცველი კლუბისა და მისი მთავარი მწვრთნელის, მარკო ბარონის გეგმებში არ შედის. თუმცა, მან ვერ მოახერხა ახალი კლუბის პოვნა. როგორც ტურინული გამოცემები წერენ, საზონოვს, კრისტიანო ბირაგისთან რამდენიმე ვარიანტი კიდევ აქვს, რომ კლუბი შეიცვალოს.
მაგალითად, თურქეთი, სადაც 6 თებერვალს იხურება ფანჯარა, ასევე, საბერძნეთი. გარდა ამისა, ჯერჯერობით, სატრანსფერო ფანჯარა ღიაა შვეიცარიაში, ჩეხეთში და რუსეთშიც, მაგრამ ცნობილია, რომ საბა რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს.
არც ისაა გამორიცხული, რომ საზონოვი „ტორინოს“ განაცხადში დააბრუნონ და სეზონის მეორე ნახევარში გარკვეული შანსი მისცეს. ჯერჯერობით, მისი მდგომარეობა არც ისე მარტივადაა, მიმდინარე სეზონში საერთოდ არ უთამაშია, ისევე, როგორც გასულ სეზონში, რომელიც მძიმე ტრავმის გამო მთლიანად გაუცდა.
საკლუბო ფეხბურთში საზონოვმა ბოლოს 2023-2024 წლების სეზონში ითამაშა, როცა „ტორინოში“ 13 მატჩი ჩაატარა, მაგრამ მხოლოდ ერთი ძირითადი შემადგენლობიდან.







