ფეხბურთი

23:15 | 3.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია "ანორთოსისში" მსოფლიოს ჩემპიონით შეცვალეს

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელად მაურო კამორანეზი დაინიშნა, რომელმაც თემურ ქეცბაია შეცვალა.

როგორც კვიპროსული გუნდი იტყობინება, კამორანეზისთან შეთანხმებას მიაღწიეს და ის უახლოეს დღეებში კონტრაქტს გააფორმებს.

მაურო კამორანეზი ბოლოს, 2024-2025 წლებში სწორედ „ანორთოსისში“ მუშაობდა, მანამდე კი „კარმიოტისას“, „ფლორიანას“, „მარიბორის“ და „ტიგრეს“ მთავარი მწვრთნელი იყო. რა თქმა უნდა, ის უფრო ცნობილია, როგორც ფეხბურთელი, რომელმაც 2002-2010 წლებში „იუვენტუსსა“ და იტალიის ნაკრებში იმუშავა, რომლის რიგებში 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ქეცბაია ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.

0.092047