სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

13:45 | 4.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ქენან ილდიზი "იუვენტუსთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ტურინის „იუვენტუსი“ ქენან ილდიზთან კონტრაქტის განახლებაზე აქტიურად მუშაობს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეები ბოლო დეტალებს აგვარებენ და უახლოეს დღეებში ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება.

ილდიზის მოქმედი კონტრაქტი ძალაში 2029 წლის ზაფხულამდეა, მაგრამ მთავარი ასპექტი ხელფასის მატებაა. თურქი ამჟამად 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც გუნდის მთავარი აქტივისთვის შეუფერებელი გასამრჯელოა.

ამიტომაც, „იუვე“ ილდიზს კონტრაქტს 2031 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივებს და სეზონში მისი ხელფასი 6 მილიონი ევრო იქნება, რითაც ჯონათან დევიდთან ერთად გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. ტურინული გრანდისთვის ილდიზი ხელშეუხებელი ფეხბურთელია და მომავალს მის გარშემო გეგმავს.

ქენან ილდიზი „იუვენტუსის“ აკადემიას 2021 წელს უფასოდ „ბაიერნიდან“ შეუერთდა, ხოლო 2023 წლიდან მთავარი გუნდის უცვლელი წევრია. მან „იუვეს“ რიგებში დღემდე 115 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი გააკეთა.

0.158218