„მილანი“ სერია A-ს პირველ ტურში „კრემონეზესთან“ დამარცხდა, მას შემდეგ უკვე 22 ტური გავიდა და მაქს ალეგრის გუნდს ჩემპიონატში თამაში არ წაუგია.
22-მატჩიანი წაუგებელი სერია დიდებული მაჩვენებელია, რაც „როსონერის“ საჩემპიონო ამბიციებს ადასტურებს.
„მილანმა“ 23-ე ტურში სტუმრად „ბოლონია“ ძალიან დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში რუბენ ლოფტუს-ჩიკმა და კრისტოფერ ნკუნკუმ გაიტანეს, რითაც მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყდა. მეორე ნახევრის სტარტზე ადრიენ რაბიომაც შეაგდო და სხვაობა სამამდე გაზარდა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა, ალეგრის გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
„მილანი“ რჩება საჩემპიონო რბოლაში, 50 ქულა დააგროვა და „ინტერს“ ისევ 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო მომდევნო ტურში სტუმრად „პიზას“ შეხვდება.







