ევროლიგის 26-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე სტამბოლის „ფენერბაჰჩესთან“ 78:82 დამარცხდა.
თურქულმა კლუბმა პირველივე პერიოდში 15-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რაც გადამწყვეტი გამოდგა. დასკვნით მეოთხედში „ბარსამ“ ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა მარცხს თავი ვერ აარიდა.
თორნიკე შენგელიამ 19 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი მხოლოდ 3 ქულა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარომო ჩააგდო, ერთი სამქულიანი კი ააცილა.
„ბარსელონა“ ევროლიგაში 16 მოგებისა და 10 წაგების ბალანსით მერვე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 6 თებერვალს, „ბასკონიას“ ესტუმრება.







