„ბარსელონა“ ესპანეთის თასის ნახევარფინალშია. ჰანსი ფლიკის გუნდმა მეოთხედფინალში „ალბასეტე“ სტუმრად 2:1 დაამარცხა.
„ბარსას“ გაუჭირდა, მარტივად არ ჰქონია საქმე. „ბლაუგრანა“ პირველი ტაიმის მიწურულს ლამინ იამალმა დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში რონალდ არაუხომ სხვაობა ორამდე გაზარდა.
„ალბასეტემ“ ბოლოს გაიბრძოლა, პრესტიჟის გოლიც გაიტანა, მაგრამ მარცხს ვერ გადაურჩა.
ესპანეთის თასზე დარჩენილი სამი მეოთხედფინალური მატჩი 4-5 თებერვალს გაიმართება: „ალავესი“ – „სოსიედადი“, „ვალენსია“ – „ბილბაო“ და „ბეტისი“ – „ატლეტიკო“.







