სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:11 | 4.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" ინგლისის ლიგის თასის ფინალშია

ლონდონის „არსენალი“ ინგლისის ლიგის თასის ფინალშია. მიკელ არტეტას გუნდმა „ჩელსის“ მეორე ნახევარფინალური მატჩიც მოუგო.

„არსენალმა“ უპირატესობა პირველ შეხვედრაში მოიპოვა, რომელიც სტუმრად 3:2 მოიგო, ხოლო ამჯერად შინ აჯობა. მატჩში ერთადერთი გოლი გავიდა, რომელიც მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეშვიდე წუთზე კაი ჰავერტცმა გაიტანა.

„მეთოფეებმა“ 1:0 გაიმარჯვეს, ორი მატჩის ჯამში კი 4:2, შედეგად ფინალში არიან, სადაც „მანჩესტერ სიტის“ ან „ნიუკასლს“ შეხვდებიან. „სიტი“ ფავორიტია, რადგან პირველი თამაში სტუმრად 2:0 აქვს მოგებული.

ინგლისის ლიგის თასის ფინალი 22 მარტს გაიმართება.

0.095981