ინგლისის ჩემპიონშიფში „უოტფორდი“ „ჰალ სიტის“ ესტუმრა და ისევ ვერ მოიგო - ფრე 0:0.
გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, რომელმაც 75 წუთი ითამაშა და თანაგუნდელთა შორის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო, მაგრამ შედეგიანი მოქმედება ისევ არ ჰქონდა. თუმცა, პირველ ტაიმში ლამაზ გოლთან ახლოს იყო, მეკარემ აჯობა.
ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 13 მატჩი აქვს ჩატარებული და გოლი არ გაუტანია, საგოლე პასი კი ერთხელ გააკეთა.
„უოტფორდის“ ახალწვეული საბა გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო. მან ინდივიდუალურად პირველად ივარჯიშა ინგლისურ გუნდში და რა თქმა უნდა, ჯერ სათამაშოდ მზად არ იყო, მაგრამ მომდევნო შეხვედრაში ალბათ, მწვრთნელის განკარგულებაში იქნება.
„უოტფორდი“, რომელსაც ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, 30 ტურის შემდეგ 44 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 თებერვალს, „საუთჰემპტონს“ ესტუმრება.







