ფეხბურთი

12:23 | 4.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნგოლო კანტე თურქეთის ჩემპიონატში ითამაშებს

ნგოლო კანტე ევროპაში დაბრუნდა და კარიერას სტამბოლის „ფენერბაჰჩეში“ გააგრძელებს.

ფრანგმა ფეხბურთელმა „ალ-იტიჰადთან“ კონტრაქტი გაწყვიტა, რის შემდგომაც თურქეთში გადაბარგდა, სადაც „ფენერთან“ ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ტრანსფერი ჩაშლის პირას იყო, მაგრამ კანტეს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ „ფენერბაჰჩეში“ გადასულიყო, რაც საბოლოოდ, გადამწყვეტიც გამოდგა.

34 წლის ნგოლო კანტე „ალ-იტიჰადში“ 2023 წლიდან თამაშობდა და 107 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მანამდე ფრანგი ნახევარმცველი „ჩელსის“, „ლესტერის“, „კაენის“ და „ბულონის“ ღირსებას იცავდა.

0.161945