სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

9:52 | 4.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

მიკელ არტეტა: "გუნდში ფეხბურთელების ერთიანობა იგრძნობა და ეს ყველაფერი მაბედნიერებს"

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ინგლისის ლიგის თასის ფინალში გასვლის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ესპანელის თქმით, გუნდი ისტორიულ მომენტთან ძალიან ახლოსაა და ფეხბურთელების ერთიანობა და ენერგია ნათლად იგრძნობა.

„ჩვენ მხოლოდ ერთი მატჩი გვაშორებს მიზანს. ეს საუკეთესო ვიტამინებია, რაც შეგვიძლია ჩვენს სხეულს მივაწოდოთ, რადგან ყოველ სამ დღეში ერთხელ ვთამაშობთ. მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ მომენტამდე ასეთი შრომით მოხვედით და ახლა ამ ყველაფერს ერთად განიცდით, უბრალოდ მაგიურია. ბოლო სამი ან ოთხი წლის განმავლობაში პრემიერ ლიგის სათავეში ვიყავით და ძალიან ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, მაგრამ საკმარისად კარგები არ ვიყავით. სწორედ ამიტომ, ამ სეზონში გვაქვს დამატებითი სურვილი და ენერგია, რომ ყველა ტურნირზე სადაც ვმონაწილეობთ წარმატებას მივაღწიოთ. გუნდში ერთიანობა იგრძნობა და ეს ფაქტი მაბედნიერებს", - განაცხადა არტეტამ.

შეგახსენებთ, რომ "არსენალმა" ლიგის თასის ნახევარფინალში "ჩელსი" ორი მატჩის ჯამში 4:2 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. "მეთოფეთა" მოწინააღმდეგე ფინალში „მანჩესტერ სიტი“ ან „ნიუკასლი" იქნება.

0.166257