კალათბურთი

11:03 | 4.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ორლანდო" მოქმედ ჩემპიონთან განადგურდა, ბითაძეს არ უთამაშია

NBA-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი". ქართველის გუნდი ამჯერად მოქმედ ჩემპიონ "ოკლაჰომა სითი თანდერთად" 92:128 განადგურდა.

აღსანიშნავია, რომ გოგა ბითაძეს დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ის მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

"ოკლაჰომამ" მატჩი თავიდანვე კარგად დაიწყო და მეტოქეს ყველა მეოთხედში აჯობა, გარდა მესამე პერიოდისა, რომელიც "ორლანდომ" შედარებით უკეთ ჩაატარა და 27:26 მოიგო, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა. მასპინძელთა მხრიდან ყველაზე მეტი ქულა აიზია ჯომ ჩააგდო, მან შეხვედრა 22 ქულით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ "ორლანდო" 25 მოგებითა და 24 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო მატჩს 6 თებერვალს "ბრუკლინ ნეთსის" წინააღმდეგ გამართავს.

0.095547