ESPN-ის ჟურნალისტის, შამს ჩარანიას ინფორმაციით, "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" ჯეიმს ჰარდენი "კლივლენდ კავალიერსში" გაცვალა. სანაცვლოდ კი, "კლიპერსმა" დარიუს გარლენდი და NBA-ის დრაფტის მეორე რაუნდის პიკი მიიღო.
აღნიშნული გარიგება ლიგაში ერთ-ერთ ხმაურიან ტრანსფერად ითვლება და როგორც არაერთი გამოცემა წერს შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს მიმდინარე ჩემპიონატზე.
როგორც ირკვევა ჯეიმს ჰარდენს კლუბის დატოვების სურვილი არ ჰქონია და ყველაფერი კლუბებს შორის გადაწყდა. ამერიკელმა კალათბურთელმა ბოლო ხუთ წელში მეოთხედ შეიცვალა კლუბი.
ცნობისთვის, ჯეიმს ჯარდენის საშუალო სტატისტიკა მიმდინარე სეზონში შემდეგნაირად გამოიყურება: 25.4 ქულა, 8.1 ასისტი და 4.8 მოხსნა.







