სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

14:55 | 4.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა "მანჩესტერში" დაბრუნდეს

„ალ-ნასრის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა საუდის არაბეთის კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს და კარიერა ევროპაში ან MLS-ში გააგრძელოს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა TEAMtalk-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელი ვარსკვლავის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან ევროპის და MLS-ის კლუბები. მისი სახელი "მანჩესტერ იუნაიტედს" და "ინტერ მაიამის" დაუკავშირეს. ჯერჯერობით სხვა დეტალები ამ მომენტისთვის უცნობია.

კრიშტიანუ რონალდუს ბოლო პერიოდში "ალ-ნასრის" ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბა, მეტიც პორტუგალიელმა პროტესტის ნიშნად "„ალ-რიადთან“ მატჩში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის, რონალდუს გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა. კრიშტიანუ „ალ-ნასრში“ 2023 წლიდან თამაშობს. კლუბთან მისი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.

0.161036