ინგლისელი შემტევი მარკუს რაშფორდი არ აპირებს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებას, როცა მისი იჯარის ხელშეკრულება „ბარსელონაში“ ამოიწურება. ამის შესახებ ინფორმაციას Mirror ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელი მზად არის ხელფასის შემცირებაზეც კი წავიდეს, რათა კარიერა ესპანეთში გააგრძელოს. რაშფორდს კატალონიურ კლუბში დარჩენა სურს და მიაჩნია, რომ ლა ლიგა მისთვის სპორტული თვალსაზრისით უკეთესი გარემოა.
შეგახსენებთ, რომ რაშფორდი „ბარსელონაში" იჯარის წესით თამაშობს, რკმელიც ზაფხულში იწურება. ინგლისელმა შემტევმა კატალონიური კლუბის მაისურით 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლითა და 13 საგოლე გადაცემით გამოირჩა.







