ჩოგბურთი

16:48 | 4.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ATP 250 ქულიან ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა. ქართველის მეტოქე 1/16 ფინალში იტალიელი ჩოგბურთელი ლუკა ნარდი იყო, რომელმაც მატჩი საკმაოდ მარტივად 2 სეტში 6:3, 6:3 მოიგო და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მატჩი თავიდანვე აქტიურად დაიწყო იტალიელმა ჩოგბურთელმა და უპირატესობაც მარტივად მოიპოვა, აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა დღევანდელ მატჩში 34 უნებლიე შეცდომა დაუშვა, რაც გარდამტეხი ფაქტორი გახლდათ. შეხვედრა 1 საათსა და 5 წუთს გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლოდროინდელი ფორმიდან გამომდინარე ATP რეიტინგში 105-ე ადგილიდან 137-ზე დაქვეითდა.

0.093984