ფეხბურთი

18:12 | 4.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რუბენ ნევეშმა "ალ-ჰილალთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

28 წლის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა რუბენ ნევეშმა "ალ-ჰილალთან" ახალ კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერა ხელი. ინფორმაცია არაბული კლუბის გვერდმა დაადასტურა.

ახალი კონტრაქტის მიხედვით, ნევეში არაბეთში 2029 წლამდე დარჩება. როგორც იცით, პორტუგალიელს მიმდინარე ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულში ეწურებოდა და მედიაში იმის შესახებაც იწერებოდა, რომ ის ევროპაში დაბრუნებასთან ახლოს იყო.

შეგახსენებთ, რომ რუბენ ნევეში "ალ-ჰილალის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს, იქამდე კი "ვულვერჰეპტონისა" და "პორტუს" შემადგენლობაშიც უთამაშია.

0.089121