ფეხბურთი

18:50 | 4.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: "ალ-ჰილალი" აზიის "რეალია"

კარიმ ბენზემამ „ალ-ჰილალი“ მადრიდის „რეალს“ შეადარა. როგორც მან თქვა, „ალ-ჰილალი“ აზიის „რეალია“.

„ძალიან მიხარია, რომ „ალ-ჰილალის“ ნაწილი ვარ. ეს შესანიშნავი გუნდია დიდი ისტორიით და ბევრი ტიტულით. „რეალის“ მსგავსი კლუბია, ოღონდ აზიის მასშტაბით“, - თქვა ბენზემამ, რომელმაც „ალ-ჰილალთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

კარიმ ბენზემამ „ალ-იტიჰადის“ მაისურით 2023 წლიდან 87 მატჩში 57 გოლის გატანა მოახერხა. საუდის არაბეთში გადასვლამდე ბენზემას მთელი კარიერა მხოლოდ ორ კლუბში ჰქონდა გატარებული - „ლიონსა“ და „რეალში“.

0.108866