სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:27 | 4.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილი "მეცში" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

გიორგი წიტაიშვილი „მეცის“ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა იანვრის თვეში. ამის შესახებ კლუბი იტყობინება.

„მეცის“ საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში ქართველმა შემტევმა, რომელმაც იანვარში სამი უგოლო მატჩი ჩაატარა, ყველაზე მეტი ხმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ გიორგი "მეცის" თვის MVP დეკემბერშიც გახდა.

წიტაიშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი გააკეთა. „მეცის“ რიგებში, მის გარდა, გიორგი აბუაშვილი და გიორგი ქვილითაიაც თამაშობენ. ეს უკანასკნელი კლუბს ახლახან შეუერთდა.

„მეცი“ ლიგა 1-ში 12 ქულით ბოლო ადგილზეა და დასარჩენად იბრძვის.

0.170314