სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ „ალ-ჰილალიდან“ დარვინ ნუნიესის გადაბირება სურს. როგორც ცნობილი გახდა, კლუბებს შორის კონტაქტი უკვე შედგა.
თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა, შესაბამისად, „ფენერს“ შეუძლია ფეხბურთელების დამატება. თურქები იუსეფ ენ-ნესირის შემცვლელს ეძებენ, რომელმაც კარიერა „ალ-იტიჰადში“ გააგრძელა.
თავის მხრივ, დარვინ ნუნიესს შეიძლება „ალ-ჰილალში“ სათამაშო პრაქტიკა შეეზღუდოს, რადგან გუნდმა კარიმ ბენზემა დაიმატა. ამიტომაც, ურუგვაელი ფორვარდის თურქეთში გადასვლა გასაკვირი არ იქნება.
დარვინ ნუნიესი „ალ-ჰილალს“ გასულ ზაფხულს „ლივერპულიდან“ შეუერთდა და დღემდე 22 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა.







