სხვა

23:57 | 4.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე

ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები - მილანი/კორტინა 2026 იტალიაში, მილანი/კორტინა დ'ამპეცოში 6-22 თებერვალს ჩატარდება.

ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 2 სახეობაში: ფიგურული ციგურაობა და სამთო თხილამურობა იასპარეზებს 8 სპორტსმენი.

საქართველოს სპორტსმენთა შემადგენლობა ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე:

ნიკა ეგაძე - ფიგურული ციგურაობა, მამაკაცთა ერთეულები

ანასტასია გუბანოვა - ფიგურული ციგურაობა, ქალთა ერთეულები

ანასტასია მეტელკინა /ლუკა ბერულავა - ფიგურული ციგურაობა, სპორტული წყვილები

დიანა დევისი/ გლებ სმოლკინი - ფიგურული ციგურაობა, სპორტული ცეკვები

საქართველის ფიგურული ციგურაობის ნაკრები - გუნდური შეჯიბრება

ნინო წიკლაური - სამთო თხილამურობა

ლუკა ბუჩუკური - სამთო თხილამურობა

ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს, ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება, ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მარიამ გიორგობიანი.

0.09019