ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე ფინალისტების ვინაობა გაირკვა.
პირველ ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებმა ხორვატიის ნაკრები 2:1 დაამარცხა. ესპანელებმა პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, რასაც ხორვატიამ მატჩის მიწურულს პრესტიჟის გოლით უპასუხა.
მეორე ნახევარფინალში საფრანგეთი პორტუგალიას უგებდა, მაგრამ შემდეგ 4 გოლი გაუშვა და 1:4. პორტუგალიამ პირველივე ტაიმის ბოლო ორ წუთში გარდატეხა შეიტანა თამაშში, როცა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ - დაწინაურდა.
7 თებერვალს, ფინალში ბოლო ორი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული პორტუგალია 7-გზის ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება, ხოლო მესამე ადგილისთვის საფრანგეთი და ხორვატია გაეჯიბრებიან, რომლებიც ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად იყვნენ.







