სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:45 | 5.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" ინგლისის ლიგის თასის ფინალშია

„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ლიგის თასის ფინალშია. პეპ გვარდიოლას გუნდმა „ნიუკასლ იუნაიტედს“ საპასუხო მატჩიც მოიგო.

„სიტის“ პირელი შეხვედრა სტუმრად 2:1 ჰქონდა მოგებული, ხოლო ამჯერად შინ 3:1 აჯობა მეტოქეს. ყველაფერი ნახევარ საათში გაირკვა, როცა ომარ მარმუშმა დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი ტიჯანი რეინდერსმა გაიტანა. „კაჭკაჭებმა“ მეორე ტაიმში პრესტიჟის გოლი გაიტანეს, რაც ენტონი ელანგას დამსახურებაა.

ორი მატჩის ჯამში „მანჩესტერ სიტიმ“ 5:1 მოიგო და ფინალშია, სადაც 22 მარტს, ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება.

0.100035