კალათბურთი

2:24 | 5.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 15 ქულა და "ტენერიფეს" განიავებული დიდი უპირატესობა ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფე" „გრან კანარიას“ ესტუმრა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში, 70:72 დამარცხდა.

„ტენერიფემ“ პირველი ტაიმი 15 ქულით მოიგო (22:18, 22:11), მაგრამ მეორე ნახევარში უპირატესობა გაანიავა. ჯერ მესამე პერიოდი დათმო 14 ქულით, ხოლო შემდეგ ბოლო პერიოდიც 3 ქულით და საბოლოოდ მარცხი განიცადა.

გიორგი შერმადინმა 28 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 7 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მარგი ქმედების კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა. ის თავის გუნდში საუკეთესო იყო.

„ტენერიფე“ L ჯგუფში ორი მოგებით და ერთი წაგებით მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 10 თებერვალს, „ნიმბრუკს“ ესტუმრება.

0.173625