ფეხბურთი

10:26 | 5.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ 41 წლის გახდა

პორტუგალიის ნაკრებისა და საუდური „ალ-ნასრის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ, დღეს, 5 თებერვალს, 41 წლის გახდა.

დღემდე, ფეხბურთელმა კარიერაში 961 გოლი გაიტანა. აქედან 818 ბურთი მან საკლუბო დონეზე გაიტანა და კიდევ 143 პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში.

კარიერის განმავლობაში რონალდუ თამაშობდა ლისაბონის „სპორტინგში,“ რომლის აკადემიის აღზრდილიცაა, „მანჩესტერ იუნაიტედში,“ მადრიდის „რეალში“, „იუვენტუსსა“ და „ალ-ნასრში.“ მათგან „რეალის“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა, სადაც ყველა შეჯიბრში 438 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 450 ბურთი გაიტანა და 131 საგოლე გადაცემა შეასრულა.

41 წლის ფეხბურთელმა ხუთჯერ მოიგო „ოქროს ბურთი“ და ხუთჯერ ჩემპიონთა ლიგა. 2016 წელს რონალდუ ევროპის ჩემპიონი გახდა. წლეულს ზაფხულში კი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც მისთვის სარეკორდო მეექვსე ტურნირი იქნება.

0.098341