ფეხბურთი

11:08 | 5.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

მაურო იკარდი „გალათასარაის“ ისტორიაში საუკეთესო უცხოელი ბომბარდირი გახდა

არგენტინელი თავდამსხმელი მაურო იკარდი თურქული კლუბის, „გალათასარაის“ ისტორიაში საუკეთესო უცხოელი ბომბარდირი გახდა. მან კლუბის რიგებში 73-ე გოლი გაიტანა თურქეთის თასის მატჩში „ისტანბულსფორის“ წინააღმდეგ. მაჩი „გალათასარაის“ სასარგებლოდ 3:1 დასრულდა.

ამ მიღწევამ იკარდის საშუალება მისცა, გაეუმჯობესებინა რუმინელი ნახევარმცველის, გეორგე ჰაჯის წინა რეკორდი, რომელმაც კლუბისთვის 72 გოლი გაიტანა.

იკარდიმ „გალათასარაისთან“ 2022 წელს გააფორმა კონტრაქტი და მისი ხელშეკრულება 2026 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქულ კლუბს იკარდის კონტრაქტის კიდევ ორი-სამი წლით გახანგრძლივება სურდა, მაგრამ ხელფასის მნიშვნელოვანი შემცირებით - წელიწადში 10 მილიონიდან 8.5 მილიონ ევრომდე.

0.17206