ფეხბურთი

11:50 | 5.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა ლიგის თასის წესებზე: „ჩვენ ვუხდით გეჰის ხელფასს, მაგრამ მას არ შეუძლია თამაში. ვერ ვხვდები“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ აღშფოთება გამოთქვა იმ წესის გამო, რომელიც კრძალავს ახალწვეული მცველის, მარკ გეჰის „მანჩესტერის“ გუნდის შემადგენლობაში თამაშს „არსენალის“ წინააღმდეგ ინგლისის ლიგის თასის ფინალში.

„ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ ლიგის თასის ორგანიზატორების დარწმუნებას, რომ მარკ გეჰი შეძლებს ფინალში თამაშს, რადგან ამის გაგება რთულია. კლუბმა დიდი ინვესტიცია ჩადო ერთ მოთამაშეში. ჩვენ მას ხელფასს ვუხდით, რადგან ის ჩვენია და ვერ ვხვდები, რატომ არ შეუძლია ფინალში თამაში. იმედია, ამ წესს შეცვლიან. ორგანიზაციას წერილს მივწერთ და ამ საკითხის მოგვარებაში დახმარებას ვთხოვთ“, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს TNT Sports.

ინგლისის საფეხბურთო ლიგის (EFL) 6.4 წესის თანახმად, რეგისტრირებულ მოთამაშეს ერთ სეზონში არაუმეტეს ორ კლუბში თამაშის უფლება აქვს, იმ პირობით, რომ მან უკვე იასპარეზა თავის პირველ კლუბში ან იმ კლუბში, სადაც იჯარით იყო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ან ნახევარფინალის პირველ მატჩამდე.

გეჰიმ ამ სეზონში ინგლისის ლიგის თასზე „კრისტალ პალასის“ შემადგენლობაში ითამაშა და „ქალაქელებს“ 2026 წლის 19 იანვარს შეუერთდა. ლიგის თასის ორრაუნდიანი ნახევარფინალი „ნიუკასლის“ წინააღმდეგ „სიტის“ სასარგებლოდ დასრულდა (2:0, 3:1). გადამწყვეტ მატჩში 22 მარტს, „უემბლიზე,“ ისინი ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდებიან.

0.095372