ფეხბურთი

12:24 | 5.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსის შეყვარებული აცხადებს, რომ ფეხბურთელის ფიზიოთერაპევტი მის ინტიმურ კრემს დოპინგზე ამოწმებს

ვირჯინია ფონსეკამ, მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელის, ვინისიუს ჟუნიორის შეყვარებულმა, გაამხილა, რომ ფეხბურთელის ფიზიოთერაპევტი მის ინტიმურ კრემს დოპინგზე ამოწმებს.

„თუ გინეკოლოგთან მივალ და რაიმე სახის მალამოს გამოყენება დამჭირდება, მისმა ფიზიოთერაპევტმა ჯერ უნდა შეამოწმოს, რადგან შეიძლება დოპინგ ტესტზე გამოჩნდეს. როდესაც ეს მითხრა, კანკალი დამეწყო. გავიფიქრე: „ღმერთო ჩემო, ხომ არ გამოვიყენე ის, რაც არ უნდა გამომეყენებინა?“

ახლა ყველაფერი, რისი გამოყენებაც მვგეგმავ, ფიზიოთერაპევტებს უნდა გავუგზავნო“, - ციტირებს ფონსეკას სიტყვებს Madrid Universal სოციალურ პლატფორმა X-ზე.

თეგებივინისიუსი
0.09265