„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა ომარ მარმუშმა კომენტარი გააკეთა ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩზე „ნიუკასლ იუნაიტედთან“ გამარჯვების შემდეგ (3:1, 5:1 ჯამში). ეგვიპტელმა ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.
„რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ პირველი გოლი ძალიან იღბლიანი იყო. მაგრამ წინა ეპიზოდში მცველი გამოვიტყუე, „კედელი“ გავითამაშე, ჩემი შეხება საუკეთესო არ იყო, მაგრამ საბოლოოდ ბურთი კარში გავიდა. ვცდილობდი მუდმივად შემესრულებინა შერბენები და სწორ ადგილებში ვყოფილიყავი. ძალიან მიხარია, რომ ორი გოლი გავიტანე და გუნდს ფინალში გასვლაში დავეხმარე. დღეს ჰეთ-თრიქის შესრულება მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა.
ჩვენ ძალიან კარგი განწყობა გამოვავლინეთ და ერთიანი გუნდი ვიყავით. პირველივე წუთიდან კონცენტრირებულები გახლდით ჩვენს ამოცანაზე და ვფიქრობ, რომ ეს ვაჩვენეთ.“, - უთხრა მარმუშმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს.







