სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

13:42 | 5.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერის“ მწვრთნელმა კივუმ გუნდის იტალიის თასის ნახევარფინალში გასვლაზე ისაუბრა

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან კივუმ კომენტარი გააკეთა გუნდის მიერ იტალიის თასის მეოთხედფინალში „ტორინოსთან“ 2:1 გამარჯვებაზე.

„კმაყოფილი ვარ თამაშით, იმით, რაც ბიჭებმა მოედანზე აჩვენეს, ენერგიით, რომელიც ასეთ მატჩში შეინარჩუნეს. თამაშის ბოლოს მცირედი ჩავარდნა ნორმალურია. ანგარიშის 2:1 გახდომის შემდეგ, მოწინააღმდეგემ შეიძლება იგრძნოს, რომ მას აქვს შანსი, გაათანაბროს ანგარიში და გაზარდოს ზეწოლა, მაგრამ არ მგონია, რომ მათ რაიმე სერიოზული პრობლემა შეგვიქმნეს. კმაყოფილები ვართ გამარჯვებით და შემდეგ რაუნდში გასვლით - ბოლოს და ბოლოს, მთავარია შედეგი და ჩვენ მივაღწიეთ მიზანს“, - უთხრა კივუმ „ინტერის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს.

0.177857