სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

14:06 | 5.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალი“ მზადაა, „ბაიერნს“ კარლის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაუხადოს

„ბაიერნის“ ნახევარმცველმა ლენარტ კარლმა შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს - გვამცნობს TEAMtalk.

„არსენალი“ დაინტერესებულია 17 წლის ნახევარმცველის შეძენით და მზადაა გადაიხადოს მიუნხენური კლუბის მიერ შემოთავაზებული ფასი - 80-90 მილიონი ევრო.

კარლი მიუნხენის „ბაიერნის“ ახალგაზრდული სისტემის პროდუქტია. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე 29 მატჩი ჩაატარა, 7 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.169674