NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ საკუთარ მოედანზე „მინესოტასთან“ ძალზე დაძაბულ ბრძოლაში, 126:128 დამარცხდა.
„ტორონტოსთვის“ მატჩი კარგად მიმდინარეობდა, პირველი ტაიმის შემდეგ 13-ქულანი უპირატესობაც ჰქონდა, მაგრამ ჯერ მესამე პერიოდი წააგო, შემდეგ ბოლო პერიოდი 12 ქულით დათმო, რაც საბოლოო მარცხად დაუჯდა.
სანდრო მამუკელაშვილს ისევ კარგი თამაში ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა 31 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 30 მოგებით და 22 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 6 თებერვალს, „ჩიკაგო ბულსთან“ საკუთარ მოედანზე გამართავს.







