სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ისტორია

16:19 | 5.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ 2026 წლის ზაფხულში დატოვებას გეგმავს

„მანჩესტერ სიტის“ თავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ინგლისური კლუბის ამ ზაფხულს დატოვებას გეგმავს გვამცნობს BBC.

„სიტიში“ მისი მომავლის შესახებ გაურკვევლობა რჩება. საბოლოო გადაწყვეტილება სეზონის ბოლოსკენ მიიღებენ. ხაზგასმულია, რომ თუ ესპანელი სპეციალისტი თავდაპირველ გადაწყვეტილებას შეცვლის და კლუბში დარჩება, ნაკლებად სავარაუდოა, მოქმედი კონტრაქტი გაახანგრძლივოს, რომელიც 2027 წელს იწურება.

„მანჩესტერ სიტი“ ამჟამად ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა 47 ქულით 24 მატჩის შემდეგ. გუნდმა ასევე მიაღწია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალს, ინგლისის ლიგის თასის ფინალს და ასოციაციის თასის 1/8 ფინალს.

გვარდიოლა 55 წლისაა. ის „მანჩესტერ სიტიში“ 2016 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ექვსჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ორჯერ ასოციაციის თასი, ოთხჯერ ლიგის თასი და სამჯერ ქვეყნის სუპერთასი.

2023 წელს „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ფიფას საკლუბო მსოფლიო თასი მოიგო.

0.094533